დამეხმარეთ! ნაცებმა მეუღლე მომიკლეს, ბინას საბუთების გაყალბებით დაეპატრონენ; საქმე კი, თაროზე შემოდეს! – ბელა კვანტალიანი:

 

ბელა კვანტალიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მეუღლის მკვლელობასა და გაყალბებული საბუთებით ბინის მითვისებაში სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის ბიძაშვილს, ნანა ვაშაძეს ადანაშაულებს: 

 

ერთი წელი გავიდა ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან, რომელიც ნაც. მოძრაობის მსხვერპლი გახლდათ. შეძენილი ბინის თაობაზე მიმავალი გაურკვეველ ვითარებაში ავტოავარიაში მოჰყვა, შემდეგ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის ბიძაშვილი ნანა ვაშაძე საჯარო რეესტრში საბუთების გაყალბებით დაეპატრონა ჩვენს შეძენილ ბინას და დღემდე ცხოვრობს (ჩვენი ბინის მომიჯნავე ბინაა და ყოველდღე ვუყურებთ ამ ქალს).
ძველი თბილისის პროკურატურის პროკურორი ვინმე ნაცი გოჩა ქორაია დღემდე არ იძიებს აღნიშნულ საქმეს. მეორე სისხლის სამართლის საქმე საფინანსო საგამოძიებოში თაროზეა შემოდებული. როცა მეკითხებიან რატომ არ ჩივითო, ორი სისხლის სამართლის საქმეა, ორივეგან ჩემი მეუღლე დაზარალებულადაა ცნობილი, არცერთი მიჰყავთ ბოლომდე და არ გადაცემენ სასამართლოს. ეს არის საკადრო პოლიტიკის კრახი……….

წყარო:  https://www.facebook.com/photo/?fbid=3841396069520976&set=a.2819776411682952