დასავლეთ აფრიკაში, შეიარაღებულ თავდასხმას, მღვდელი და მრევლის წევრები ემსხვერპლნენ

დღეს, სადღესასწაულო მესის დროს, დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო ბურკინა-ფასოს კათოლიკურ ტაძარში, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდასხმას მღვდელი და მრევლის 5 წევრი ემსხვერპლა.

თავდამსხმელებმა მღვდლისა და მრევლის წევრების დახოცვის შემდეგ, ტაძარი მთლიანად გადაწვეს.

ინფორმაციას, აღნიშნულის შესახებ, რუსული ვერბ-გვერდი „რია ნოვოსტი“ ავრცელებს

აფრიკაში, მსგავსი თავდასმები აპრილის დასასრულსაც განხორციელდა. მაშინ შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბურკინა-ფასოს სახელწიფოში, 200-ზე მეტი ტერაქტი განხორციელდა.

ბურკინა-ფასოს მოსახლეობის 60% მუსულმანი, ხოლო 23% კათოლიკე ქრისტიანია.