დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას აპირებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ როგორც კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს, ასევე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, 7 ივნისს დატოვებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ოფიციალური ვიზიტით, სტუმრად ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიღებას მოასწრებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საკუთარ გვერდზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განცახდება გაავრცელა.

„სრულიად ლოგიკურია, რომ მაისს ივნისი მოჰყვება.“ – წერს მარია ზახაროვა.