„დიდი ხანი ვოცნებობდი, რომ ქართული სახლები გადამწვარიყო, მაგრამ როდესაც ისინი მართლაც გიზგიზებდა, – არანაირი სიამოვნება მიმიღია!“

ამ მთებში, ქართველები ოსებთან ერთად, გვერდი-გვერდ ცხოვრობენ. ორივე ხალხი გამორჩეულია სტუმართმოყვარეობით და მუდმივი მზაობით, გიმასპინძლონ.

კონფლიქტის შემდეგ საქართველომ, მართალია, ფორმალურად, მაგრამ ტერიტორიის ნაწილი მაინც დაკარგა. იმ ტერიტორიის, რომელიც უშუალოდ ახლოს იყო დედაქალაქთან. რუსეთმა საკუთარ თავზე აიღო პრობლემური რეგიონის დაფინანსება და მისი საყოველთაო იზოლაციაში მოქცევა.

თავად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები უჩივიან როგორც კორუფციას, ასევე სიღარიბეს და სოციალურ პრობლემებს. იმის გათვალისწინებითაც, რომ ისინი დანარჩენი საქართველოსგან მოწყვეტილები აღმოჩნდნენ. გორიდან ღამით მცხეთის ავტობანი შესანიშნავად ჩანს.

თითქოს ძალიან ახლოსაა, მაგრამ დიდი ხანია, ქართველებსა და ოსებს შორის გზა დაიკეტა. საზღვარი დაწესდა არამარტო მიწებს, არამედ ოჯახებს შორისაც. ეთნიკურად ოსი ოზოლდა ჩივის, რომ მისი ძმა და შვილები საქართველოში ცხოვრობენ. როგორც თავად გვიხსნის, მას ოჯახამდე 17 კილომეტრი აშორებს, მაგრამ ერთმანეთს მაინც ვერ ხედავენ. ბევრი მოსახლე რისკის ფასად, არალეგალურად გადაადგილდება.

ახლა ე.წ „სახელმწიფოში“ სიმშვიდეა. თუმცა რუსი ოფიცრების საჩუქარი, ტაქტიკური ჟილეტი სკამზე ბავშვის სათამაშოების გვერდით, ავტომატის მჭიდთან და ხელყუმბარასთან ერთად, მაინც ფრიალებს. რუსეთში მადლობელნი არიან იმის გაგებისთვის, რომ კორუფცია და არაეფექტური მართვა მისი პოლიტიკის მთავარი კვალია. „ყველაზე საშინელია, როცა უბრალოდ გაძლევენ ფულს .“

აქ ხშირად ლაპარაკობენ 2008 წლის ომზე და მიხვდები, რომ ამ ადამიანებსაც აქვთ საკუთარი სიმართლე. ისინი რუსეთის უდანაშაულობასა და ქართველების ბრალეულობაში დარწმუნებულები არიან.

ჩაკეტილი გზების გამო, მთიელების უჩვეულო მკურნალობის მეთოდებსაც წააწყდებით.მაგალითად, როგორ მკურნალობენ დიარეას ველური მსხლით, ასევე ნახავთ სამკურნალოდ როგორ იყენებენ ობობიის ქსელს. ქართველებისადმი ზიზღს ვერ შენიშნავთ.

„დიდი ხანი ვოცნებობდი, რომ ქართული სახლები გადამწვარიყო,მაგრამ როდესაც ქართული სახლები მართლაც გიზგიზებდა, მე არანაირი სიამოვნება მიმიღია ამისგან“, – აცხადებს მთის მკვირდი, ეთნიკურად ოსი მოსახლე. ის ასევე დასძენს, რომ ქართველების სახლები ოსებისგან დაიცალა, ისევე, როგორც პირიქით, ოსების სახლები – ქართველებისგან.

და მაინც, ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართველები აკრძალვების მიუხედავად ცხოვრობენ. ისინი კგბ-ს თანამშრომლებს სიფრთხილით ეკიდებიან.

2018 წლის თებერვალში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი. ოფიციალური ვერსიით, ის მაშინ დაშავდა, როდესაც ე.წ. მესაზღვრეებისთვის იარაღის წართმევას ცდილობდა. ის კიბის საფეხურზე დაეცა, მიღებული დაზიანებებით კი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ქართველებისა და ოსების კულტურათა შორის შესამჩნევი მსგავსებაა. ორივე ეთნოსი უზომოდ სტუმართმოყვარეა, მუდამ მზადაა, გიმასპინძლოს. მათ სახლში მისული რთულია უკან გამობრუნდე, თუ რამდენიმე ლიტრი ღვინო მაინც არ დააგემოვნე. ბევრი ყურძენსაც შემოგთავაზებს, ზოგი ჩურჩხელას ავლებს, ხელები კაკლისგან ყველას გაშავებული აქვს…

ყაზბეგის სახლი გზის გვერდითაა, მთიან ხეობაში. სტუმრების მიმღები მასპინძელი მაშინვე ღვინის მოსატანად გარბის. სანამ მამაკაცები ილხენენ, ოსი მეუღლე სტუმრებზე თავისებურად ზრუნავს. უმასპინძლდება მათ და თან ყველი ამოყავს.

ოდნავ მოშორებით გივი დვალიშვილის და მისი მეუღლის სახლია. მათი ვაჟი გვიან დაბრუნდება. ვაჟი ოსურ ქორწილში იყო და როგორც ამბობს 7 ლიტრა ღვინო დალია. გივის საცხოვრებელთან, არდისში ტაძარს აგებენ. ლეგენდის თანახმად, იქ ადრე საგვარეულო კოშკი იყო, სადაც ვერცხლის ჯვარი ინახებოდა. თუმცა კოშკი ზვავმა სრულად გაანადგურა. თოვლის შემდეგ კი, მთის მკვიდრებმა ქვების გროვაში ხელუხლებლად გადარჩენილი რელიქვია ნახეს და მის პატივსაცემად ტაძრის აგებაც გადაწყვიტეს.

სახლიდან გამოსვლისას გივი ტაძრის თითოეულ კუთხეს ეფერება. ტაძრის შესასვლელთან ქართული წარწერები და უამრავი ზანზალაკებია. შუაში კი ყველაზე დიდი ზარი კიდია, რომელზეც გივი უკრავს. შიგნით ორი მორწმუნე ქართველი და ოსი სანთელს ერთად ანთებს… ბინდ-ბუნდში კი ვერცხლის ჯვარი, წარსულის უსიტყვო მოწმე ანათებს…

 

თარგმნა მარიამ ნოზაძემ