დიმიტრი პესკოვი: საქართველოში არსებული ანტირუსული განწყობა გვაშფოთებს

საქართველოში რუსოფობიური ისტერიაა, რომელსაც კარგად აქეზებენ რადიკალური ელემენტები, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, საქართველოში შინაგანი კრიზისია, თუმცა „ამას კრემლი თავის საქმედ არ მიიჩნევს,“ თუმცა მათ საქართველოში არსებული ანტირუსული განწყობა აშფოთებთ.

„როცა ეს ანტირუსულ ხასიათს იძენს, ეს ჩვენ გვაღელვებს“, – დააზუსტა პრესმდივანმა.