დონალდ ტრამპი: უზარმაზარ შეცდომას უშვებთ!

მედია ჯგუფი “ალტ ინფო” საკუთარ საიტზე აშშ -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციას აქვეყნებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ მედია პლატფორმა ტვიტერს მოუწოდებს, რომ დაბლოკილ კონსერვატორებს უკან დაბრუნების საშუალება მისცეს.

„ტვიტერმა დაბლოკილ კონსერვატორებს მის პლატფორმაზე დაბრუნების საშუალება უნდა მისცეს, აკრძალვების გარეშე. ამას ეწოდება სიტყვის თავისუფლება, გახსოვდეთ. უზარმაზარ შეცდომას უშვებთ“! – წერს ტრამპი ტვიტერზე.

ბოლო პერიოდში ტვიტერი კონსერვატიული შეხედულებების ადამიანებს ხშირად ბლოკავს.