დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. ტრამპის თქმით, ოთხი წლის წინ, სწორედ ამ პერიოდში განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, რაც ისტორიაში განმსაზღვრელი მომენტი იყო. დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ მან და მისმა ჯგუფმა ამერიკელი ხალხისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და ამას მომავალშიც განაგრძობენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს არის დაგეგმილი. ბოლოს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტი ჯო ბაიდენია, რომელსაც გამოკითხულთა 49 პროცენტის მხარდაჭერა აქვს. ამავე გამოკითხვის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ პრეზიდენტს მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 39 პროცენტი უჭერს.