დუბაის მმართველს ცოლი გაექცა

დუბაის მმართველ მოჰამედ ბინ რაშიდს ცოლი პრინცესა ჰაია გაექცა. მან $40 მილიონი გაიტაცა. The Sun-ის ცნობით, პრინცესა 2019 წლის თებერვალში გაუჩინარდა, თუმცა ოფიციალურად ახლა გახდა ცნობილი.
სავარაუდოდ, ქალი გერმანიაშია შვილებთან ერთად, რადგან ქმრისგან გაყრის მიღებას ამ ქვეყანაში ცდილობდა. მან ფული ახალი ცხოვრების უზრუნველსაყოფად დახარჯა.
გამოცემის ცნობით, სწორედ ამ ვითარების გამო დაიძაბა ურთიერთობა დუბაის და გერმანიას შორის. რადგან დუბაის მმართველმა ქვეყანას ოჯახის წევრების გადმოცემა მოსთხოვა, რაზეც ევროპულმა სახელმწიფომ უარი განუცხადა.
მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი 1949 წელს დაიბადა. ის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი ასევე დუბაის საამიროს მმართველია. აღნიშნული თანამდებობები მან 2006 წლის 4 იანვარს უფრო ძმის მაკტუმ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.