“დღეს ამ კაცის, დიდი ადამიანის, იგორ გიორგაძის დაბადების დღეა…” – ზაზა დავითაია:

ჟურნალისტი ზაზა დავითაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაბადების დღეს ულოცავს უშიშროების ყოფილ მინისტრს, დევნილობაში მყოფ იგორ გიორგაძეს:
იგორ გიორგაძე
 – “დღეს ამ კაცის, დიდი ადამიანის, იგორ გიორგაძის დაბადების დღეა…
მალე 29 წელი შესრულდება, რაც საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ გიორგაძე სამშობლოდან დევნილია…
კაცობრიობის უახლეს ისტორიას არ ახსოვს, ადამიანი ამდენი ხნის განმავლობაში ბრალდებულის სტატუსს ატარებდეს!
ამჟამად, სასამართლოში იგორ გიორგაძის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, მის მიმართ წარდგენილ მრავალ ბრალდებაში უმცირესი დანაშაულიც არ იკვეთება!
დიახ, 30 წლის განმავლობაში კაცი დევნილია ყოველგვარი სასამართლოს განაჩენის გარეშე!
ქართველი საზოგადოება ამ კაცთან მიმართებაში ინფორმაციულ ვაკუუმშია. 3 ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებები მისგან ქმნიდნენ მტრის ხატს, თუმცა, სინამდვილეში ის არის საქართველოს უდიდესი პატრიოტი და ღმერთის წინაშე მართალი ადამიანი! საკვანძო მომენტებში სამშობლოს ინტერესები საკუთარ სიცოცხლეზე წინ არაერთხელ დაუყენებია!
ცილისწამებები გვერდით რომ გადავდოთ, მის ბიოგრაფიაში არ არსებობს არც ერთი დასაბუთებული ეპიზოდი, რომ მას ოდესმე სამშობლოსთან რაიმე შეშლოდეს!
არაერთხელ პირადად, უშუალოდ მისაუბრია მასთან საქართველოს უახლესი ისტორიის ეპიზოდებზე და,

რამდენჯერაც სამშობლოს მონატრებაზე სიტყვა ჩამოვარდნილა, საკუთარი თვალით მიხილავს მისი უპეებიდან გადმომდინარე ნამდვილი, გულწრფელი ცრემლები…

დღეს ამ კაცის, დიდი ადამიანის, იგორ გიორგაძის დაბადების დღეა…
ვუსურვებ მყარ ჯანმრთელობას და, უპირველესად – სამშობლოში ძალიან მალე დაბრუნებას, ვინაიდან მას უდიდესი ენერგია და მორალური რესურსი გააჩნია საქართველოსთვის მოსახმარებლად.
მერწმუნეთ, ეს რესურსი ჩვენს სამშობლოს ძალიან, ძალიან სჭირდება!

დაბადების დღეს გილოცავთ!

                         მრავალჟამიერ, ბატონო იგორ!”

 – წერს ზაზა დავითაია

წყარო: 

https://www.facebook.com/photo?fbid=7751132501636601&set=a.429302943819630