დღეს პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა

31 მაისს პოლიციის დღე 2015 წლიდან აღინიშნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გამართა. აღნიშნული დღე  სამართლდამცველებს უმაღლესი თანამდებობის პირებმა და შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მიულოცეს.

პოლიციის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება იმართება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო და საბავშვო კუთხეები, ანიმატორები, მოეწყობა მუსიკალური წარმოდგენები.