ევროკავშირის მისიასთან თბილისში, უკრაინის დევნილი მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდასაჭერად პარაკლისი ჩატარდა

27 ივნისს თბილისში, ევროკავშირის მისიასთან უკრაინის დევნილი  მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ღონისძიებას ქართველი სასულიერო პირები და მრევლი ესწრებოდნენ, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს მართლმადიდებელ უკრაინას.

ვიდეო იხილეთ ბმულზე  ⇓

https://vk.com/video-212783184_456240906

ქართველმა პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება მართლმადიდებლობისა და სასულიერო პირების ღია დევნაშია დაკავებული. მისი თქმით, ჭეშმარიტი ეკლესიის ღალატზე უარის თქმის გამო რამდენიმე მიტროპოლიტი დააკავეს. მან ასევე აღნიშნა ევროკავშირის დუმილი ამ დევნასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტმა და აქციის ორგანიზატორმა ზაზა დავითაიამ დასძინა, რომ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოსკოვის პატრიარქს დაქვემდებარებულია, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ცრუ ბრალდებით დააკავეს ორი ეპისკოპოსი, ანგრევენ და ართმევენ ეკლესიებს, რის შემდეგაც იქ იმართება მართლმადიდებლობისთვის არადამახასიათებელი ღონისძიებები. ზაზა დავითაიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესებს მხარს უჭერენ საერთაშორისო სტრუქტურები.

აქციაზე სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს, რის შემდეგაც დეკანოზმა დავით ისაკაძემ იქადაგა. რაც ხდებოდა საქართველოში 20-30-იან წლებში – უკრაინაში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს შეადარა, ამას უწოდა ჩვეულებრივი ფაშიზმი და მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა.

ღონისძიება თბილისში, ევროკავშირის საელჩოს წინ გაიმართა. ადგილი შემთხვევით არ აირჩა. როგორც ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ლოცვის ორგანიზატორმა, მამა დავით ისაკაძემ განაცხადა – 

„ევროკავშირი რეალურად მხარს უჭერს, აფინანსებს და აწვდის იარაღს კიევის რეჟიმს, მაგრამ დარღვევებზე თვალს ხუჭავს“.

წყარო:

https://sputnik-georgia.ru/20240628/gruzinskie-svyaschenniki-i-veruyuschie-vystupili-v-zaschitu-ukrainskoy-tserkvi-288672550.html