ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ დე ფაქტო არჩევნებს არ აღიარებს

ევროკავშირი ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ „არჩევნებს“ არ აღიარებს. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სპიკერმა მაია კოსიანჩიჩმა განაცხადა.

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. არჩევნებს, რომელიც 9 ივნისს საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთშია დაგეგმილი, ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლითაც ეს ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა კოსიანჩიჩმა.

ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” 9 ივნისს ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.