“ევროპული საქართველოს“ წევრები, რუს დეპუტატებს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის განახლება, სადაც რამდენიმეწუთიანი შესვენება იყო გამოცხადებული, ვერ ხერხდება.

სასესიო დარბაზის სპიკერატი ოპოზიციონერ დეპუტატებს აქვთ დაკავებული, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა შეუერთდა.

ოპოზიცია პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებაში რუსი დეპუტატების, განსაკუთრებით კი ასამბლეის პრეზიდენტის სერგეი გავრილოვის მონაწილეობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ის რაც საქართველოს პარლამენტში ხდება, არის სირცხვილი.

პარლამენტში ასევე პროტესტის გამოსახატავად იმყოფებიან სამოქალაქო პირები, რომლებიც ასევე გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნასთან დაკავშირებით