ეკა ბესელია ახალ პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს

„ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ეკა ბესელიას გუნდის წევრები გედევან ფოფხაძე და ზვიად კვაჭანტირაძე იქნებიან. როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, პარტია 20 ივნისს დაფუძნდება.
მისივე განმარტებით, ახალი პარტია 2020 წლის არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
„მჯერა, რომ ეს ახალი პოლიტიკური ძალა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობით შეცვლის არსებულ ვითარებას, შეცვლის ხელისუფლება, შეცვლის ამ რეალობას, ამ უსამართლო გარემოს და ჩვენი მთავარი სათქმელი იქნება სწორედ ის, რომ ყველაფერი უნდა გადაწყდეს, გაიზომოს, აიწონოს და მოგვარდეს სწორედ სამართლის პრინციპით და სამართლიანობისთვის… პარტია დაფუძნდება 20 ივნისს, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი თანამოაზრე“, – განაცხადა ბესელიამ.