ემზარ კვიციანი: ნაციონალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ მიერ გაყიდული საქართველოს ტერიტორიები არ დავიბრუნოთ

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, დეპუტატი ემზარ კვიციანი, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მიესალმება ქრისტიანული რელიგიის გაძლიერებას, რომელმაც მეზობელი ერების ურთიერთობა უნდა გაამყაროს.

ასევე, დეპუტატის თქმით,  “გეი პარადი” გლობალისტთა მიერაა თავსმოხვეული, რასაც ის ეწინააღმდეგება.

“დღეს რაღაცამ მიბიძგა წავსულვიყავი და დავსწრებოდი მართლმადიდებელი ქვეყნების ასაბლეას. ნახევარი საათი ვუსმინე ბერძენ დეპუტატს, როგორც გავიგე გენ.მდივანი ყოფილა ასაბლეის.
ერთი ფრაზა მომეწონა: “ჩვენ უნდა გავხდეთ ინსტიტუტი, ვისაც ანგარიშს გაუწევენო” და კიდე მომეწონა საჩუქარი, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილს გადასცეს წმიდა სამების ხატი, ჰილოსის კუნძულზე დაწერილი. ახლა გამოცხადებულია შესვენება და ყავას მიირთმევენ სტუმრები.
ყველასთვის გასაგებია, რომ მთავარი სამიზნე გლობალისტების, არის მართლმადიდებლური სამყარო. ამიტომაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა, რომლებმაც რუსეთს, აფხაზებსა და ოსებს დაგვაპირისპირეს (მართლმადიდებელი ერები), კიდევ ცდილობენ გააღრმავონ შუღლი და არაფერი გავაკეთოთ ტერიტორიების დასაბრუნებლად, არც ძალისმიერი და არც მოლაპარაკების მეთოდით.

ბოლო ინტერაქტივის მიხედვით, 97% საქართველოს მოსახლეობისა, წინააღმდეგია გეი პარადის, მაგრამ მაინც თავს გვახვევენ და სწორედ ის არასამთავრობო სექტორი და ნაციონალები, რომელიც მომხრე არიან გეი პრაიდის, აპროტესტებენ დღეს რუსების სტუმრობას ასაბლეის ფორმატში.

მინდა ვუთხრა რუსეთის წარმომადგენლებს, რომ სწორედ მათი დედაქალაქიდან, მოსკოვიდან არიან წახალისებული ამ ჯგუფების 80%. ყველაფერს აკეთებენ სომხური ლობის წარმომადგენლები, რათა არ შედგეს რუსებისა და ქართველების შერიგება, რათა არ დაკარგონ ის ინიციატივა, რომელიც მათ აფხაზეთში ხელში აიღეს ჩვენი ბრიყვული დაპირისპირებით. მაქვს მხედველობაში რუსები, ქართველები, აფხაზები და ოსები.

მოგიწოდებთ ბატონებო, გამოვიდეთ და გავაპროტესტოთ ხელისუფლების უმოქმედობა ნაციონალების პროვოკაციებზე!

არავითარი ევროპული საქართველო არ არსებობს, ესენი არიან ნაციონალები. ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ მიერ გაყიდული საქართველოს ტერიტორიები არ დავიბრუნოთ! ალბათ თანხა, რომელიც აიღეს კოდორის ხეობის გასხვისებაში, ითვალისწინებს, რომ შენარჩუნებაშიც უნდა მიიღონ მონაწილეობა, სანამ ბოლომდე არ მოხდება ანექსია ჩვენი ტერიტორიების!

პ.ს.მივდივარ ვერის ბაღში, ქართველებთან მინდა საუბარი!” _ წერს ემზარ კვიციანი.