ემზარ კვიციანი: გავრილოვი არის პროქართველი

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანის თქმით, მან გავრილოვთან დაკავშირებით, ყველაფერი გაარკვია. კვიციანის განცხადებით სერგეი გავრილოვს აფხაზეთი არ უღიარებია, მას მშობლები თბილისში ყავს დაკრძალული, თავად კი, პროქართველია:

“მე მივუვარდი გავრილოვს, შენ აფხაზეთში ნამყოფი ხარ-მეთქი. რაის აფხაზეთში, არ ვარ ნამყოფი კონფლიქტის მერეო. მე მშობლები მყავს დასაფლავებულიო აქ თბილისშიო. საქართველო ჩემი სამშობლო არისო. ხო ხედავთ, სად დაარტყეს შეგნებულად. გავრილოვი არის პროქართველი, ამიტომაც მოხვდა დღეს მას, არ მაქვს აღიარებული აფხაზეთიო” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შეგახსენებთ, დღეს “მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის” სხდომა პარლამენტის შენობაში გაიმართა, ასამბლეის თავმჯდომარემ, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა სერგეი გავრილოვმა კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც საყოველთაო პროტესტი მოჰყვა, როგორც ოპოზიციაში, ასევე საზოგადოებაში.