ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოსთან ჩავიდა

ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოსთან ჩავიდა.

ერეკლე კუხიანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

„17 დეკემბერს ვცადე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, თუმცა უშედეგოდ.  ტყეში დავიკარგე. იძულებული გავხდი, უკან დავბრუნებულიყო.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა დღესაც ვცადე, მაგრამ ამჯერად ამის უფლება სამართალდამაცველებმა და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა მომცეს.

უნდა გადავსულიყავი იქ და ისეთ სიტყვებს ვიპოვიდი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ“.

კუხიანიძემ ანატოლი ბიბილოვს რუსულად მიმართა.

მისი თქმით, ექიმმა მათი კანონები დაარღვია, „თუმცა უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და გავათავისუფლოთ ეს ადამიანი”.

დღეს თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს.

17 დეკემბერს, უმრავლესობის წევრ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიჭრნენ. კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძის გადადგომას მოითხოვეს. მათ კაბინეტში გააკრეს სტიკერები, წარწერით „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“. პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.

16 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოიხადა.