„ერმა უნა გააცნობიეროს, რომ ფაშისტი ნაცების, სააკაშვილის და რულოვსის შემოყვანა დამღუპველი იქნება სახელმწიფოსთვის!“ – კობა არაბული

მწერალი კობა არაბული 19 მაისის შუალედურ არჩევნებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, მეგრელმა ხალხმა უარი უნდა უთხრას „ნაციონალურ მოძრაობას“ და ერთხელ და სამუდამოდ განდევნოს სამეგრელოდან.
„sos! sos!! sos!!! ეტყობა, რომ ჩვენ საზოგადოებას, ერს, მთლიანად დაენგრა ცნობიერება და გამოთაყვანდა… სხვანაირად როგორ შეიძლება რომ 600000 ქართველი ადამიანი (თუნდაც 1000!) მხარს უჭერდეს სააკაშვილის ხროვას: ჰოლანდიელ ვინმე რულოვს, “ახალ გრიშკა რასპუტინს”, მელია-ბოკერიებს და მისთანებს… ქალბატონებს: ბოკუჩავა- დეკანოიძეებს, სამადაშვილებს და მისთანებს, რომლებიც გააფთრებულ რევანშისტ, შურისმაძიბელ გიენებად იქცნენ!
მართლაც, რა ძალაა ისეთი, რომელიც ასე აკარგვინებს სახეს ქართველ ქალს და მთლიანად უბნელებს გონებას: ხეებზეც აჰყავს, ღობეზეც გადაჰყავს, სამარცხვინო შოუებსაც ადგმევინებს, თუნდაც ზუგდიდის საარჩევნო კამპანიების დროს…
მართლაც, როგორ უსმენს საზოგადოების რაღაც ნაწილი სააკაშვილის “ბორდელებიდან ამომძვრალ” ამ “კომიქსებს”, იმ მართლაც რუსულ ნარატივებს, რომელთაც დაგვაკარგვინეს მიწა-წყლის ერთი მესამედი- 21- საუკუნეში და სრული კატასტროფის ზღვარზე დაგვაყენეს! ახლა სამეგრელოში ქმნიან იგივე სახიფათო (სეპარატისთულ) სიტუაციას!
ერმა უნა გააცნობიეროს, რომ ფაშისტი ნაცების ახლანდელი ქცევა და მოქმედება – იქ სააკაშვილის და რულოვსის შემოყვანა დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის!
ბრძენმა მეგრელმა ხალხმა, მათმა ლამაზმა “დედაქალაქმა” უნდა მოიგერიონ ლიბერასტულ-ფაშისტურ-ნაცისტური ეს იერიში-ჰიქსოსებივით რომ შეესიენ სამეგრელოს და, ერთხელ და სამუდამოდ განდევნოს იქიდან!
იცოდეთ კოლხებო! მთელი საქართველო, დაწყებული ფშავ- ხევსურეთით და მესხეთ -ჯავახეთის ჩათვლით, მხარში გიდგათ: დღეს მანდ წყდება ქართველი ერის და სახელმწიფოს მთლიანობის და ერთიანობის ბედი! ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ვისაც არ უნდა ამის გაგება, ის მართლაც საქართველოს დაუძინებელი მტერია…
სამწუხაროდ, ივანიშვილის შენდობამ და დანდობამ მღვიმეებიდან გამოიყვანა ისინი და კაციჭამია ურჩხულებად აქცია!
ჩვენ დავივიწყეთ ხალხური სიბრძნე: “თუ ბოროტებას არ დასჯი , ის დაგსჯის შენ!” და შემოგვიბრუნდა “ამირანის სინრომი” – ურჩხულის თავიდან გაშვებულმა (შეწყალებულმა !?) ჭიებმა რომ ჩაყლაპეს!.. დაგვავიწყდა გენიალური რუსთაველის შეგონებაც: “შიში შეიქმს სიყვარულსა!”
ხვალ მეტად მნიშვნელოვანი არჩევნებია ზუგდიდში. ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს ” ნაცისტური შავი ეპიდემიის” ინფილტრაცია, თუნდაც ძველკოლხური, მედეასეული საიდუმლო ცოდნათა მეოხებით…
“ჭკუით ქართველებო!!!”, – წერს კობა არაბული.