ეროვნული ბანკი – პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება

გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომ, შესაძლებელია,  ფასების სტაბილურობას რისკი შეექმნას.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცი.

ეროვნული ბანკი 1 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.6170 ლარი.