„ეს არის კრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, – უდარდელი ცინიზმით ლაპარაკობს, პანიკა მოეშვით, ყველაფერი კარგად არისო…“ – შოთა მარტინენკო:

„ალტ-ინფოს” დამფუძნებელი შოთა მარტინენკო სოციალურ ქსელში წერს:

-„აი ეს ტიპი არის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი (და, ფაქტიურად, ომში პროპაგანდის მინისტრის მსგავსი ფიგურის ფუნქციებს ასრულებს) და უბრალოდ დააკვირდით, რანაირი უდარდელი ცინიზმით ლაპარაკობს, პანიკა მოეშვით, ყველაფერი კარგად არისო, როცა მთელი მისი ქვეყანა ომშია გახვეული და უამრავი ადამიანი გაუბედურდა.

ამ დასავლეთის მარიონეტი პროპაგანდისტის უდარდელი განწყობა კარგად გამოხატავს, რამდენად ფეხებზე ჰკიდია მთლიანად მის ხელისუფლებას, უკრაინელ ხალხს რა მოუვათ, უბრალოდ მსხვერპლად სწირავენ საკუთარ ქვეყანას დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს უშანსო ომში.
ცალი ფეხი უკვე მანჰეტენზე უდგათ და რა ენაღვლებათ.
ჩვენს ქვეყანასაც ასე ცინიკურად გაწირავენ ჩვენებული პროდასავლელები, ხალხმა თუ მისცა მაგისი უფლება და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ფხიზლად ყოფნა.“