„ეს მონაცემები ეკატერინე მეორის დროინდელი სახელმძღვანელოდანაა აღებული, რომლითაც დაუვიწყარი მიტროფანუშკა პროსტაკოვი სწავლობდა“, – რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის სკოლების მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს მიხედვით, გამოდის, რომ დედამიწაზე სულ 675 მლნ კაცი ცხოვრობს. ამ რაოდენობის მოსახლეობა კი პლანეტაზე, როგორც ამას გაეროს მონაცემები მოწმობს, მე-18 საუკუნეში იყო.
რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ექსპერტებმა, გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოებში, ორი საუკუნის წინანდელი მონაცემები აღმოაჩინეს. ამის თაობაზე საზოგადოების პრეზიდენტმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
შოიგუმ მაგალითად მე-7 კლასის სახელმძღვანელო მოიყვანა, სადაც მითითებულია, რომ ჩრდილოეთ-ევროპის მოსახლეობა 27 მლნ ადამიანს და პლანეტის მოსახლეობის 7%-ს შეადგენს. ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ დედამიწაზე სულ რაღაც 675 მლნ კაცი ცხოვრობს. ამ რაოდენობის მოსახლეობა კი პლანეტაზე, როგორც ამას გაეროს მონაცემები მოწმობს, მე-18 საუკუნეში იყო.
„ამ ციფრებით თუ ვიმსჯელეთ, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეს მონაცემები ეკატერინე მეორის დროინდელი სახელმძღვანელოდანაა აღებული, რომლითაც დაუვიწყარი მიტროფანუშკა პროსტაკოვი სწავლობდა“, – აცხადებს შოიგუ.

მინისტრის თქმით, თანამედროვე სახელმძღვანელოები „აბსოლუტურად არათანამედროვე და უინტერესოა“.

შოიგუს აზრით, სკოლებში აუცილებლად უნდა გაიზარდოს გეოგრაფიის გაკვეთილების რაოდენობა და გარდა ამისა, ეს საგანი აუცილებლად უნდა შევიდეს ერთიანი სახელმწიფო გამოცდების ნუსხაში.

მისი თქმით, გეოგრაფიის სწავლების დონე რუსეთში არ არის საკმარისი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად.