„ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების სამინისტროს დარბაზში მიმდინარეობს

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის ფინალი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარბაზში მიმდინარეობს.

კონკურსის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მონაწილეობს.  მათ შორის გამოვლინდება 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.

გამარჯვებულებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით დიპლომები და კომპიუტერული ტექნიკის ფულადი ვაუჩერები გადაეცემათ. გამარჯვებულებს პროექტის თანამოაზრე მეგობარი კომპანიების წარმომადგენლებიც დააჯილდოვებენ.

2018-2019 სასწავლო წელს ფინალურ კონკურსში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებიც მონაწილეობენ.