ექიმებმა სერგეი გავრილოვს ერთკვირიანი დასვენება ურჩიეს

რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს საქართველოში მომხდარი მოვლენების შემდეგ ექიმებმა ერთკვირიანი დასვენება ურჩიეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

როგორც გავრილოვმა სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება მან თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის დროს „მომხდარი რამდენიმე თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა“.