ვალენტინა მატვიენკომ, საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოთქვა

რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საკანონმდებლო საბჭოს ხელმძღვანელმა ვალენტინა მატვიენკომ საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს რუსეთს, შეწყვიტოს მტრული დამოკიდებულების წარმოჩენა.

,,მთავრობა ,რომელიც დღეს საქართველოშია , ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა დაიძაბოს, ისინი დამოუკიდებლები არ არიან და ამას სხვისი კარნახის შესაბამისად ახორციელებენ. ამიტომ მანამდე, სანამ მთავრობა დამოუკიდებლად არ წარმართავს პოლიტიკას, სანამ არ შეწყდება რუსოფობიული ტალღები, რომელიც შექმნეს რადიკალემა, ჩვენ ვერაფერზე ვერ დავილაპარაკებთ, მოიხადონ ბოდიში მომხდართან დაკავშირებით და შემდეგ განვაახლებთ დიალოგს”,- განაცხადა ვალენტინა მატვიენკომ.