შესაძლოა, ხალხს თვალები ნაცების ზონდერებმა დათხარეს!

ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიებას კითხვებზე პასუხის გასაცემად მოუწოდებს: -“დ ა ფ ი ქ რ დ ი თ !

გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს უაღრესად მნიშვნელოვან შეკითხვებზე:

1. ვის მიერ ნასროლი ტყვია მოხვდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ბინძური პროვოკაცის განხორციელებისას მძიმე ჭრილობები მიიღეს?

2. ხომ არ არიან ეს “ნაცების” დროინდელი (ნარჩენი) სნაიპერები, რომლებმაც სპეციალური პროვოკაციული გასროლებით გაწირეს და დაუნდობლად დაასახიჩრეს უდანაშაულო ადამიანები?

3. ან ეს საბედისწერო გასროლები ხომ არ განხორციელდა არა სპეცსამსახურის წარმომადგენელთა მიერ, არამედ სრულიად სხვა ადამიანების მიერ სრულიად სხვა წერტილებიდან (ანუ სამოქალაქო “ნაცების” მიერ)?

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ე.წ. “ნაცები” არიან პოლიტიკას ამოფარებული სადისტები და მანიაკები, რომლებიც, მიზნის მისაღწევად, არანაირი სახის დანაშაულზე უარს არ ამბობენ, შეკითხვები ლოგიკურია!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვალერი კვარაცხელია.