ვანო მერაბიშვილის ადვოკატი : „დაკითხვა არანაირ შინაარსს არ ატარებდა“

დღეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპოზოდზე დაკითხეს.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც მერაბიშვილს 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში კითხავდნენ, აცხადებს, რომ აღნიშნული გამოკითხვა ფორმალური იყო.
„„ჩვენი ვარაუდები გამართლდა. ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის, რომელიც საერთოდ არანაირ შინაარს არ ატარებდა. ამ პერიოდში, რაც შიგნით ვიმყოფებოდი, არცერთი კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელზე, მინისტრზე, პრაქტიკულად, ახალი არაფერი უკითხავთ და შესაბამისად, არც არაფერი ახალი უთქვამს მერაბიშვილს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პასუხები წინა დაკითხვისას გვაქვს გაცემული. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, ეს იყო მოჩვენებითი დაკითხვა. ისინი მოჩვენებით გამოძიებას ატარებენ, თითქოს, რაღაც შეასრულეს გაცემული რეკომენდაციების შემდეგ, ვინაიდან ივნისის დასაწყისში მინისტრთა კომიტეტია ჩანიშნული. ეს გამოკითხვაც მხოლოდ ამას ემსახურებოდა”, – აცხადებს ჩივიაშვილი.