ვაჟა-ფშაველა – ადამიანი, რომლის სახელსაც განსაკუთრებული მსაზღვრელი არ სჭირდება

ვაჟა-ფშაველა –  ადამიანი, რომლის სახელსაც განსაკუთრებული მსაზღვრელი არ სჭირდება. ამ ქართველმა გენიოსმა, მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურული პროცესების შუაგულში არ ტრიალებდა, სხვა გლეხებივით მიწას ხნავდა, საქონელს უვლიდა, ნადირობდა, მოახერხა სრულიად განსაკუთრებული ლიტერატურული ნაწარმოებები შეექმნა, ყოფილიყო ყველაზე განათლებული, ჰუმანისტი, უსაზღვრო დიაპაზონის მოაზროვნე და ფშაური ზამთრის გრძელ, ბნელ ღამეებში დაეწერა თავისი პოეტური, დრამატურგიული, პუბლიცისტური თუ პროზაული შედევრები, სრულიად ახალ სიმაღლეზე აეყვანა ქართული პოემა.

ყველაფერი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, ქვეყანას გენიოსი უნდა მოვლენოდა. ვაჟა თავის დაუმთავრებელ ავტობიოგრაფიაში „ჩემი წუთისოფელი“ წერს:  დედაჩემის მიერ ნაამბობიდან ღრმად ჩამჭედია გულში მის მიერ ნანახი იაკობისებური ცხადმოჩვენება, რომელსაცშემდეგ, როცა წამოვიზარდენით და მეცნიერებას ცოტაოდენად ვუსუნეთ, აღარც კი ვუჯერებდით, თუმცა დედა მაინც ჩვენს თავს ფიცულობდა დასარწმუნებლად: „ჯერისევ ქალი ვიყავ გასათხოვარი“, – ამბობდა დედაჩემი (ვეცდები იმის სიტყვებით გადმოგცეთ ნახული მოჩვენება) – მე და ჩემს ბიძაშვილს ქალს სხლოვანს (სოფელიაივრის ხეობაში) გარეთ დერეფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბირდგნიალი დადგა ისეთი, მეგონა, მთაბარი თუ იქცევაო. შეშინებული წამოვჯე ლოგინში,გავხედე და მთელი ცა განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე სხლოვანის გორითა, გადამბულები, ზედ ცეცხლისბალღები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და ისეთ მწკეპრ (წმინდა) ხმაზე გალობდნენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის ყურიო.”

ვაჟა-ფშაველას დაბადების თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე განსხვავებული ვერსია არსებობს. ვაჟას ჩანაწერებსა და ოფიციალურ დოკუმენტებში სხვადასხვა თარიღების არსებობის გამო, დღემდე არ წყდება კითხვები იმის შესახებ თუ როდის დაიბადა ვაჟა-ფშაველა. თავად პოეტი ავტობიოგრაფიაში 15 მაისს ასახელებს, არსებობს სხვა, სავარაუდო თარიღებიც. 14 ივლისს (ძველი სტილით) ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევართა უმეტესობის თვალსაზრისით ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა.

ვაჟა-ფშაველას მეუღლე, თამარი იგონებს:

საკვირველ კაც იყო ის საწყალიერთხელ, აი, ზენ, კარისპირში გუთანი შევაბით. ხუთიექვსი კვალი კი გავავლიეთ, რომ ელდიანივით მაიფიქრა რაიმა.

თამაროო, – მითხრა, – ცოტახანს ეს ხარები შევასვენოთ, რაღაცა მამაგონდა, შინ ჩავივლი და თუ დავიგვიანო, ხარებს სამხარ ამაუტანოდი ბარემ დასამხრდებიან კიდეცაო.

გაუშვა ხელი გუთანსა, ხელში სახრის დაჭერა იცოდა უღლის ხარებისადა, ის სახრეც დააგდო და ჩაეფარა შინასაკა. მე ხარებ გავაჩერე, კარგახანს ვიჯე გუთანთანა, კინაღართ ერთ ტერფ წინდა მოვქსოვე. რო აღარად აღარ ამაიარა, ვთქვი ხარებს მაინც დავასამხრებო და წავედ შინასაკა თივის ამოსატანადა. ეზოს რომ მიუახლოვდი, იქ ბალღებს, ვახტანგსა და ბეკურთ ბალღს, ხბუები ჰყვანდა, იმათ მითხრეს: ვაჟამ გამოგვყარა აქ აღარ შემოხვიდეთ, ხბუებიც თამართან არეკეთო. სახლისაკ წავედ და კარებზე ელქეშად მივედ, კარებში ნელნელა შავიხედე. ვაჟას ტახტთანსტოლმიედგა და თავჩაღუნული რაღაცას წერდა. ჯერ ვთქვი, ვკითხოაღარ ამაივლიო? მაგრამ ვეღარ გაუბედევაი თუ ეწყინოსო და ისევ ნელნელა უკან გამოვბრუნდი, საბძლიდან თივა გამოვიტანე და ხარებს წავუღე. დავუყარე სამხარი ხარებს და ვუცდი იქნება ამაიაროსო, რომ ქვენაით ძახილ მამედინა:

თამაროოო! ხარებ გაუშვი ხვალ გამოვხნათო!

ყევარს ვაბამდით. გავუშვი ხარები და სახლისაკ წავედი. სახლთან რო მივედი, გამოვიდა შინიდანა და სიტყვა წინ დამახვედრა: არა უნდარა, თამარო, ხვალ გამოვხნათ რა ბევრი მანდ არი. დღეს მაგაზე ათჯერ მეტ კაი საქმე გავაკეთეო.

ძნელია წარმოიდგინო ღმერთი, რომელიც ფშავი-თბილისის გრძელ, მტვრიან გზას დაადგება, რომ ქალაქს თავისი პოეზიის სინათლე მოჰფინოს. ქალაქში კი… ღმერთს სამოსის გამო აითვალწუნებენ.

ვაჟას შვილის, გულქან რაზიკაშვილის მოგონებიდან:

მამას გაუვლავ, ძველი ტანსაცმელი სცმია, რაცა ჰქონდა ისა სცმია. შაყრილები არიან ეს მწერლები და არ უგდეს ყური მამას, არად ჩააგდესიმ ჩამობღლეძილ ქალამნებიან კაცს რას მიიწვევდნენ….

მოუვიდა მამას ჯავრი, არ ექნებოდა ბეჩავს თავისი. თუ ჩაივცამდა, სანდროსასა, ძმისასაგამოიარამოდი, ვაჟავ, მოდიო, მიაწვადეს რვინის ჭიქადაიბრუნა მასრებზე და:-რასა შვრები ვაჟაო! –მე რასა ვშვრები? ტანისამოსს ეცით პატივი, თორემ ძველმანით წეღანაც აქეთ არ გამოვიარეო? დამშრალან ყველანი“...

 ძნელია და თან ადვილია, წარმოიდგინო გულჩვილი, თვალზეცრემლ მომდგარი ღმერთი:

ჩვეულებრივ, მამა იყო მეტისმეტად მშვიდი, წყნარი, დარბაისელი, გულალალი, ბავშვივით მიამიტი, უეშმაკო და მეტისმეტად მგრძნობიარემაშინვე ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალზე, თუ ისევ ამბავს ეტყოდა ვინმე.