ვატიკანი დაქორწინებულ კაცებს მღვდლობის უფლებას მისცემს

ვატიკანი სამხრეთ ამერიკის ამაზონის რეგიონში დაქორწინებული კაცებისთვის მღვდლობის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს. როგორც CNN-ი წერს, ამის მიზეზი სასულიერო პირების დეფიციტია.

დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში, კათოლიკურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ამ საკითხს სინოდი სპეციალურ კრებაზე განიხილავს, რომელიც 6-დან 27 ოქტომბრამდე ვატიკანში გაიმართება.

მანამდე რომის პაპმა განაცხადა, რომ დაქორწინებული კაცების მღვდლად კურთხევას სხვა რეგიონებშიც დაუშვებს.

ვატიკანში დაგეგმილ კრებაზე ამაზონის რეგიონში ეკლესიაში ქალების როლსა და ასევე ეკოლოგიურ პრობლემებეზეც იმსჯელებენ.