“ვინც არ უნდა დაგვიქნიოს თითი და დაგვავალდებულოს, ხელი შევუწყოთ ლგბტ-პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარებას, არ უნდა დავუშვათ!”

ჟურნალისტი ზაურ ნაჭყებია დაანონსებულ ლგბტ-პრაიდის ორგანიზებას ეხმიანება და სოციალური ქსელით მოუწოდებს საზოგადოებას, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება:

“ვინც არ უნდა დაგვიქნიოს თითი და დაგვავალდებულოს, ხელი შევუწყოთ ლგბტ-პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარებას, რაც არ უნდა დაგვიჯდეს, არ უნდა დავუშვათ!
საქართველო ძალიან ბევრჯერ დამდგარა მძიმე განსაცდელის წინაშე, მაგრამ, ქართველთა შეუპოვრობითა და ღვთის შეწევნით გადარჩენილა. დღესაც სერიოზული დილემის წინაშე ვდგავართ – ყურადღების მოდუნებამ შეიძლება ცოდვის ბორბალი დაატრიალოს ამ ღვთივკურთხეულ მიწაზე და ყოველგვარი მადლი განქარდეს!
რაც არ უნდა ვუყვარდეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, საქართველოს გულში ლგბტ-პრაიდის ჩატარების შემთხვევაში, ღვთის რისხვას აშკარად ვერ გადავურჩებით!
დიახ, ეს ის თემაა, რომლის წინაშე კომპრომისი დაუშვებელია.
მეტი რა გვითხრას საქართველოს ეკლესიამ? მათი ხელისუფლებისადმი მოწოდება – არ დაუშვან გეიაღლუმის ჩატარება, ნიშნავს, მთელი ერი უნდა დადგეს ფეხზე და ხელისუფლებას ამ საჩოთირო მისიის (ჩვენი ე.წ. პარტნიორები ავალდებულებენ დაიცვან ლგბტ-პრაიდის ჩატარების უსაფრთხოება) შესრულება დაავალდებულონ!
დღეს დიდგორი რუსთაველზეა, ჩვენ ეს „ომი“ არ უნდა წავაგოთ. ამჯერად სხვა ყველაფერი მეათე ხარისხოვანია!”- წერს ჟურნალისტი.