ვიტალი თაყაძე – 2008 წლის ომის გმირი

ვიტალი თაყაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ საქართველოს შეარაღებულ ძალებში, კონტრაქტით შევიდა, ერთი წლით კოსოვოში იმსახურა, შემდეგ კი 4 წლით გააგრძელა ჯარში მსახური.

„თავიდან ვაზიანში მსახურობდა, შემდეგ გორში გადმოიყვანეს, კაპრალი იყო… ამბობდა, ამ კონტრაქტს რომ ვადა გაუვა, 12-წლიანი კონტრაქტით უნდა დავრჩე ჯარშიო. დიდი გეგმები ჰქონდა, მაგრამ არ დასცალდა…“, – იხსენებს დედა.

ვიტალის 7 აგვისტოს, სოფელ ავნევთან ერთ-ერთი შეტაკების დროს, ჭურვის ანასხლეტი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.

საომარი მოქმედებების გამო, მის დაკრძალვას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, თუმცა სოფელში მის გმირობაზე და თავდადებაზე დღემდე საუბრობენ.

თანასოფლელებმა ერთ-ერთი ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭების მოთხოვნით ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა.  ვიტალი თაყაძე ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.