ვლადიმერ ზელენსკიმ მოცეკვავე ფანტანს გადაურბინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მარიუპოლში ვიზიტისას, მოულოდნელად მოცეკვავე ფანტანს გადაურბინა.

ვლადიმერ ზელენსკის ამ ქმედებას, მოქალაქეთა ოვაციები მოჰყვა. მხიარული ინციდენტის ამსახველმა ვიდეომასალამ პოპულარობა მალევე მოიპოვა და სოციალურ ქსელში ბევრი ნახვა დააგროვა.

როგორც ცნობილი ხდება მხიარული ინციდენტის შემდეგ, უკრაინის პირველი პირი მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.