ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციის თარიღი ცნობილია.
როგორც რუსული მედია-საშუალებებიდან ირკვევა, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს, 10 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს შედგა.
ვლადიმერ ზელენსკიმ მეორე ტურში ხმათა 73% მიიღო, ხოლო ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ, – 24%.