ვლადიმერ ზელენსკი: „უკრაინაში აღარავინ იტირებს“

უკრაინაში, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია შედგა. ვლადიმერ ზელენსკი ახლა უკვე უკრაინის ოფიციალური პრეზიდენტია.

მისი პრეზიდნეტობის ხანის დაწყებაზე, სხვადასხვა კომენტარები კეთდება.

რუსი ჟურნალისტი ვერა აფანასიევა  კი, სოციალურ ქსელში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

„აი ასეთი უნდა იყვნენ პოლიტიკოსები-ახალგაზრდები და მხიარულები, რუსეთს ოფიციალურად, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციაზე პეტრე ვერზილოვი წარმოადგენდა, – წერს ჟურნალისტი.

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს, სახარებაზე და კონსტიტუციაზე ფიცის დადებით დაპირდა, რომ უკრაინაში აღარვინ იტირებდა.

„პრეზიდენტი არ არის ხატი, დაკიდეთ კაბინეტებში შვილების ფოტოები და ყოველი გადაწყვეტილების წინ უყურეთ მათ თვალებში“,-  განაცხადა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის პირველივე წუთებიდან, მისი ბრძანება, კაბინეტებიდან პრეზიდენტის სურათის ჩამოხსნა იყო.