ვლადიმერ პუტინი ზელენსკიზე: ის ნამდვილად მცოდნეა იმ საქმის, რასაც აქამდე აკეთებდა, – კარგი მსახიობია

პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პლენარულ სხდომაზე, სხვა შეკითხვებთან ერთად, რუსეთის პირველ პირს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შესახებაც ჰკითხეს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკის შესახებ, პირად განწყობაზე ისაუბრა:

“მე არ ვიცნობ სამწუხაროდ, ვლადიმერ ზელენკის. დიდი იმედი მაქვს, რომ პირადად მალე გავიცნობ.

თუმცა, როგორც სხვები საუბრობენ, ის კარგი სპეციალისტია. დიახ, ის ნამდვილად კარგი სპეციალისტი და მცოდნეა იმ საქმის, რასაც აქამდე აკეთებდა.

კერძოდ, ვლადიმერ ზელენსკი კარგი მსახიობია,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.