ვლადიმერ პუტინი: ტერორიზმის დასამარცხებლად რუსეთი მზადაა!

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გახსნილია
დანარჩენ ქვეყნებთან – ტერორიზმთან, ექსტრემიზმთან და ნეონაციზმთან ბრძოლაში
თანამშრომლობისთვის. ამის შესახებ მან, წითელ მოედანზე, საცხრამაისო პარადის
მსვლელობისას აღნიშნა.

მისი სიტყვებით, ბოროტი იდეის მატარებლების საპირისპიროდ, კოლექტიური
წინააღმდეგობის გაწევა, კვლავ იძენს განმსაზღვრავ მნიშვნელობას.
ქვეყნის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მოუწოდებს ყველას, გაიაზრონ, რომ
ერთიანი ეფექტური უსაფრთხოების სისტემის შემუშავება საერთო პასუხისმგებლობაა.