ვლადიმერ პუტინმა რუსეთის 44 აეროპორტს, გამოჩენილი რუსი მოღვაწეების სახელები მიანიჭა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის 44 აეროპორტს, გამოჩენილი რუსი მოღვაწეების სახელები მიანიჭა.

შესაბამისი ბრძანება იურიდიული ინფორმაციების ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.

მათ შორის, მოსკოვის ყველაზე მსხვილი და პოპულარული, შერემეტიევოს, დომოდედოვოს და ვნუკოვის სახელობის აეროპორტები, სხვა სახელებით ისარგებლებენ.

ისინი ამიერიდან ალექსანდრე პუშკინის, მიხაილ ლომონოსოვისა და ანდრეი ტუპოლევის სახელით იქნებიან ცნობილნი.

რაც შეეხება ქალაქ ვოროჟეას საჰაერო ნავსადგურს – პეტრე პირველის, მაგადინას საჰაერო ნავსადგურს- ვლადიმერ ვისოცკის, ხოლო ტიუმენის აეროპორტი – დიმიტრი მენდელეევის სახელით ისარგებლებს.

შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეიდან შევა.