ვლადიმერ პუტინმა საშუალო და მცირე დიაპაზონის მქონე რაკეტების ლიკვიდაციის შეჩერების შესახებ, კანონპროექტი დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საშუალო და მცირე დიაპაზონის მქონე რაკეტების ლიკვიდაციის შეჩერების შესახებ კანონპროექტი ოფიციალურად დაამტკიცა.

„კანონპროექტს სახელმწიფო დუმა გადახედავს და გვამცნობს, თუ რამდენი დრო დასჭირდება მის განხილვას,“  – განაცხადა პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.