ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს დაბადების დღეზე ნაყინი აჩუქა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგას დაბადების დღეზე ნაყინი აჩუქა.
სი ძინპინს 66 წელი შეუსრულდა. ჩინეთში მსგავს ამბებს თითქმის არ აშუქებენ მედიასაშუალებები. ამასთან ხშირად არ არის საჯარო მსგავსი უმაღლესი თანამდებობის პირების დაბადების დღის ზუსტი თარიღი ცნობილი. ინფორმაცია ხშირად სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნევა.
უცნობია ნაყინის არომატი. მედიას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ გაირკვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ჩინური ჩაის აჩუქა.
გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში პოპულარობით სარგებლობს.