„ვოვა სასაცილო არ არის, რადგან ვოვა დუმს!“ _ დიმიტრი ჩეკალკინი ვლადიმერ ზელენსკიზე

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი ჩეკალკინი, უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენკის ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს სოციალური ქსელის საშუალებით აფასებს:

„გუშინ ვლადიმერ ზელენსკის პრესკონფერენციაზე, დაახლოებით 30 ჟურნალისტი არ შემოუშვეს. ბრიფინგი 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო და მხოლოდ 5 წუთს გაგრძელდა.

გარეთ ჟურნალისტთა რიგი იდგა, რომლებმაც 5-წუთიან ბრიფინგზე შემოსვლა ვერ მოახერხეს.

უკრაინის პრეზიდენტს ბრიუსელში ვიზიტის დროს, არცერთი ოფიციალური პრესკოფერენცია არ გაუმართავს ევროპის კომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად.

პრეზიდენტმა მხოლოდ განცხადება გაავრცელა და ორ კითხვას უპასუხა.

როგორც ეტყობა, მას ჟურნალისტებთან საუბარი აუკრძალეს.

ვოვა სასაცილო არ არის იმიტომ, რომ დუმს!“ – წერს დიმიტრი ჩეკალკინი.