ზაზა გაბედავა: კიკუ ხარ შენ, ქათამაძე!

მომღერალამ ნინო ქათამაძემ, რომელმაც 17 მაისს საპატრიარქოს ორგანიზებულ “ოჯახის სიწმინდის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ახლახან რუსეთში ყო­ველ­წლი­ურ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ Усадьба Jazz-ზე იმ­ღე­რა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ლიბერალურად განწყობილი საზოგადოების წინაშე მოუწია ბოდიშის მოხდა:

-“ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!! მინდა რომ იმ ახალგაზრდებს რომელიც 10 დღეა ქვეყნის სამსახურში 19:00 საათიდან იკრიბებიან ვუთხრა: არასდოს ჩემს გულში სამშობლოს ღალატი არ ყოფილა, არასოდეს რუსულად არ მიმღერია, არასოდეს სამთავრობო (რუსეთში) დაფინანსებულ კონცერტიში მონაწილეობა არ მიმიღია, არ მიმღერია არც ერთი რუსი პოლიტიკოსის დაბადების დღეზე. ჩემი მუსიკა ეკუთვნის უბრალოდ ადამიანებს განურჩევლად, ეროვნებისა, რასისა, რელიგიისა და სექსუალური ორინტაციისა! ამ პოსტით მინდა ჩემი პროტესტი გამოვხატო პირველ რიგში ხელისუფლების მიმართ, შეუერთდე მოთხოვნას რომ გახარია უნდა გადადგეს!

რუსთი ოკუპანტია, პუტინი ჩვენი საერთო მტერი! თითოელი თქვენგანის სახის დანახვისას, თოთოელი თქვენი ქცევისას ყურებში მკაფიოდ ჩამესმის დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის ზურაბ ჟვანიას ხმა: “მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი”. მხოლოდ თქვენ ხართ ნათელი გამოხატულება ევროპელი ქართველისა, თქვენ დაამტკიცეთ რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას ვერასოდეს ვერავინ ვეღარ შეცვლის. უდიდესი მადლობა თქვენ ამისთვის, ქედს ვიხრი თქვენი თავდადების წინაშე.”

მომღერალს რუსეთში მცხოვრები ემოგრანტი ზაზა გაბედავა გამოეხმაურა, რომელმაც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი პოსტი დაწერა:

-“ხალხო ეგ ნინო ქათამაძე წელიწადში 5 კონცერტს მართავდა მოსკოვში კროკუს სიტში და ახლა გაახსენდა ოკუპაცია მაშინ სად ეგდო ნეტა? მოსკოვიდან ფულები რომ მიჰქონდა მაშინ სიტყვაც არ წამოსცდენია, ფული ბაბაია, ფული, კიკუ ხარ შენ ნინო ქათამაძე კი არა, კიკუ…”