ზაზა გაბედავა: მოსკოვის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრები დახმარებას ითხოვენ!

რუსეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ზაზა გაბედავა საქართველოს პრეზიდენტს მოსკოვის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების დასახმარებლად მოუწოდებს. – “გამარჯობათ, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! მინდა გაცნობოთ რომ მოსკოვის ოლქში, კერძოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებულნი არიან საქართველოს მოქალაქეები. მე ვიყავი შესული იზოლატორში, 26 ივნისს შევხვდი ქართველებს, იზოლატორის უფროსმა ალექსანდრე ლაგოდამ მაცნობა რომ საქართველოს საკონსულომ უნდა დაგვეხმაროს საბუთების მომზადებაში, ერთი მათგანი – ვახტანგ კიკალეიშვილი – უკვე წელიწადი და ცხრა თვეა ზის, მეორე – ირაკლი ჯაბუა.
მე დაუკავშირდი საქართველოს კონსულის მოადგილეს ბატონ ტარიელ ყიფშიძეს, რომ მიეცა საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებელი საბუთი ან პასპორტი. პასპორტი აქვე, საკონსულოში კეთდება. ტარიელ ყიფშიძემ ცივი უარით გამისტუმრა. გთხოვთ ქართველ ჟურნალისტებს – ქალბატონ ნინო ჯღარკავას – დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს! საუბარი მქონდა ბატონ ზურაბ აბაშიძესთან და დამპირდა დახმარებას. გთხოვთ გააზიაროთ. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ზაზა გაბედავა.