ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან “ქართული ოცნების” ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა. მან თავის ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ამასთანავე ბოდიშიც მოუხადა.

„მე არ მაქვს თანამდებობა პარლამენტში, ერთადერთი რაც მაქვს, არის დეპუტატის თავისუფალი მანდატი. ამიტომაც მე დღეს ვაცხადებ, მზად ვარ დავტოვო დეპუტატის თავისუფალი მანდატი“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.