„ზელენსკის აქვს შანსი, დონბასში სიტუაცია დაარეგულიროს“ – კონსტანტინ კოსაჩევი

„უკრაინის ახალადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, აქვს რეალური შანსი, დონბასში სიტუაცია დაარეგულიროს“, – ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის მრჩეველმა კონსტანტინ კოსაჩევმა, სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.

კოსაჩევმა ასევე განმარტა, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება, პოლიტიკური კურსის ცვლასაც გამოიწვევს. მას იმედი აქვს, რომ უკრაინა როგორც საგარეო, ასევე საშინაო საკითხების პოლიტიკას უკეთესობისკენ შეცვლის.

კონსტანტინ კოსაჩევი ბოლოსთვის აღნიშნავს, რომ თუ ახალ პრეზიდენტს უკრაინისთვის სტაბულურობა უნდა, ამის ერთადერთი გარანტი კონფლიქტურ რეგიონში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტაა.