ზვიად ტომარაძე: ნახეთ, რა წერია ირანის კონსტიტუციაში?

ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფო” ლიდერი ზვიად ტომარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს: – გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მუხლს ირანის კონსტიტუციიდან:

მუხლი 3.
2) “პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სწორი გამოყენებით ყველა სფეროში აამაღლოს საზოგადოების ცნობიერების დონე”.
3) “ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადოს უფასო განათლება და ფიზიკური აღზრდა. შეღავათი დაუწესოს და ფართოდ დანერგოს უმაღლესი განათლება”.
5) აღმოფხვრას კოლონიალიზმის ნაშთები და არ დაუშვას უცხოეთის გავლენა”.

მუხლი 10.
“ვინაიდან ოჯახი ისლამური საზოგადოების ძირითადი ერთეულია, მასთან დაკავშირებული ყველა კანონი, დადგენილება თუ პროგრამა უნდა აადვილებდეს ოჯახის შექმნას. მისი სიწმინდის დაცვა და საოჯახო ურთიერთობათა სიმტკიცე ისლამურ სამართალსა და ზნეობას უნდა ემყარებოდეს”.

მუხლი 45.
“საერთოდ სიმდიდრე, როგორიცაა დაუმუშავებელი თუ მიტოვებული მიწები, მთამადნეული, ზღვები, ტბები, მდინარეები და სხვა ჰიდრორესურსები, მთები, ხეობები, ტყეები, ლელიანი, ბუნებრივი ჭალები, საერთო საძოვრები, უპატრონოდ დარჩენილი მემკვიდრეობა, უცნობი პატრონის ქონება და საერთო ქონება, რომელიც მოძალადეებს ჩამოერთვათ ისლამური მმართველობის განკარგულებაში იმყოფება. მისდამი დამოკიდებულებისას იგი საერთო ინტერესებით იხელმძღვანელებს. თითოეული გამოყენების წესს კანონი ადგენს”.

მუხლი 49.
“სახელმწიფო ვალდებულია კონფისკაცია გაუკეთოს თანხებს, რომლებიც მევახშეობით, ძარცვით, ქრთამით, გამოძალვით, ქურდობით, აზარტული თამაშობით, საგამრიგებლო თაღლითობით, მკვდარი თუ აუთვისებელი მიწების გაყიდვით, საროსკიპოების გახსნით და სხვა უკანონო საქმიანობით არის ნაშოვნი, ჩამოერთვას და მათ კანონიერ მეპატრონეს დაუბრუნოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პატრონის ვინაობა დაუდგენელია, მისი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადასცეს. ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო შარიათის ნორმების შესაბამისად გამოძიებისა და დასაბუთების საფუძველზე განახორციელებს”.

მუხლი 81.
“კატეგორიულად იკრძალება კომპანიებისა და საწარმოების დასაარსებლად უცხოელებისთვის კონცესიების გაცემა ვაჭრობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სამთომადნო დარგებისა და მომსახურეობის სფეროში”.

მუხლი 82.
“მთავრობის მიერ უცხოელი სპეციალისტების სამსახურში აყვანა აკრძალულია, გარდა იმ აუცილებელი შემთხვევებისა, რასაც ისლამური საბჭოს კრება ამტკიცებს”.

მუხლი 83.
“არ შეიძლება ეროვნული კულტურული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობების და ქონების გასხვისება, თუ ამას ისლამური საბჭოს კრება არ დაამტკიცებს, ისიც იმ შემთხვევაში თუ არ წარმოადგენს უნიკალურ ქმნილებას”.

მუხლი 146.
“ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოეთის სამხედრო ბაზების შექმნა ყოველგვარი მოტივით, თუნდაც მშვიდობიანი გამოყენების მიზნით აკრძალულია”.

მუხლი 153.
“აკრძალულია ყოველგვარი გარიგება, რაც გამოიწვევს უცხოელთა ბატონობას ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე, კულტურაზე, არმიისა და სხვა სფეროებზე”.