ზურაბ აბაშიძე: ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და თითოეული მოქალაქის ინტერესები

“ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი, ამ ეტაპზე, ვცდილობთ, მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ, სერიოზული ანალიზისა და დასკვნებისათვის. ”, – ამ სიტყვებით რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ ვლადიმერ პუტინის ბრძანებას გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება საფრთხის შემცველია.

„ამ ეტაპზე, ვცდილობთ, მივიღოთ სრულყოფილი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების შესახებ, სერიოზული ანალიზისა და დასკვნებისათვის. ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო ვრცელ კომენტარს. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი და თითოეული მოქალაქის ინტერესები, ავაცილოთ მათ სერიოზულ საკითხებზე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე”, – განაცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რუსულ ავიაკომპანიებს, 8 ივლისიდან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აუკრძალა.