ზღვის ზღარბის ხიზილალა

ზღვის ზღარბის ხიზილალა, იაპონიაში ნაციონალურ პროდუქტად ითვლება. თუმცა ის არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მრავალ ევროპულ ქვეყანაშიც დელიკატესად მიიჩნევა. ხიზილალას მიირთმევენ ცოცხლად, მაგრამ, რადგან მისი გემო საკმაოდ სპეციფიურია, მას ასევე სხვადასხვა კერძების მომზადენაშიც იყენებენ, როგორებიცაა – სუში და საშიმი.
ზღვის ზღარბის ხიზილალა ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და სასარგებლო პროდუქტად ითვლება. მას სამედიცინო თვალსაზრისითაც იყენებენ, როგორც ორგანიზმიდან მავნე რადიკალების გამომყვანს, არტერიული წნევის მარეგულირებელს და როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელს.