“თავისუფლება ბორჩალოს“- აზერბაიჯანელი აქტივისტები ფეისბუქის საშუალებით აქტიურდებიან

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში, აზერბაიჯანელი აქტივისტები დევიზით „თავისუფლება ბორჩალოს“ გამოჩნდნენ.
აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე რამდენიმე კვირაა, დგანან.
დღეს მათი რაოდენობა შემცირებულია. გარდა ამისა, მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება, როგორც საპატრიარქოს, ასევე ხელისუფლების მხრიდან.
ვიდრე ორი ქყვეყანა მოლაპარაკებების რეჟიმშია და ცდილობს საზღვრის დელიმიტიზაცია-დემარკაციის პრობლემა მშვიდობიანი გზებით გადაჭრას, აზერბაიჯანელი აქტივისტები ფეისბუქის საშუალებით აქტიურდებიან და პრეტენზიას არა მხოლოდ დავით გარეჯზე, არამედ ქვემო ქართლის რეგიონზეც გამოთქვამენ. გარდა ამის, ისინი ქვემო ქართლის რეგიონს „ბორჩალოდ“ მოიხსენიებენ.
თავის მხრივ, აზერბაიჯანული ოფიციალური გვერდები ავრცელებენ რუკას, სადაც ქვემო ქართლი აზერბაიჯანის ტერიტორიად, – „ბორჩალოდაა“ აღნიშნული.