თამაზ ჭეიშვილი: მაპატიეთ, რომ მაშინ გადავრჩი!

მწერალი, პუბლიცისტი და ექსტრასენსი თამაზ ჭეიშვილი, მიმდინარე მოვლენებს აფასებს და  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

“მიმდინარეობს გამოძიება და ხომ არსებობს ეს დალოცვილი უდანაშაულობის პრეზუმპცია.

ცუდი ამბები დატრიალდა პარლამენტთან იმ ღამით(მაინც რა დაწყევლილი ადგილია! სულ აქ ხდება ტრაგედიები!)! ნაციონალურმა მოძრაობამ ისარგებლა რა შექმნილი არეულობით და ხალხის სიმრავლით, გამოიყენა სოციალურად განაწყენებული ადამიანების ქართული ემოციურობა და მათთვის ჩვეული ვერაგულობით მოაწყო ,,ბლიც მიკრორევოლუციის მცდელობა,, პარლამენტის ,,თათარიახნად,, აღების დაუოკებელი სურვილით!
ის ფაქტი,რომ 10 პოლიციელს შესაბამისმა ძალოვანმა სტრუქტურამ შეუჩერა სამსახურებლივი უფლებამოსილება მეტყველებს იმაზე,რომ სპეცდანიშნულების რაზმში ჩანერგილები იყვნენ  ,,ძველი კადრები,, რომლებიც უშუალოდ მეამბოხე ნაციონალებისგან იღებდნენ დავალებას და ,,რაზლივში,, მყოფ ,,დიდი რევოლუციონერისგან,, რომელიც სკაიპით ხელმძღვანელობდა ამ არეულობას! გაწაფული და გამოცდილი თვალი ადვილად დააფიქსირებდა, რომ პარლამენტის შტურმის დროს სამოქალაქო პირების ერთი ნაწილი იქცეოდა გამოცდილი მებრძოლივით  და სპეცდანიშნულების რაზმის დამცავი აღჭურვილობა რომ არა ნამდვილად შეაღწევდნენ პარლამენტის წიაღში! აქსიომაა, რომ როცა ძალოვანი სტრუქტურის დანაყოფი მოქმედებს, მის მოქმედებაზე პასუხს აგებს შინაგან საქმეთა მინისტრი! სწორედ ეს იყო ჩაფიქრებული და გათვლილი,როცა ხუთიოდე სპეცრაზმელი სასიკვდილოდ იმეტებდა მოქალაქეებს და დამიზნებით ესროდა საკმაოდ სახიფათო რეზინის ტყვიებს,მიჯრით, ანუ ახლო მანძილიდან! იქ სულ ცოტა ათი ტელეკამერა მაინც იღებდა სხვადასხვა რაკურსიდან. იღებდნენ არაპროფესიონალებიც, ანუ დაგროვდა საკმაოზე მეტი ვიდეო მასალა, სადაც გარკვევით ჩანს, როგორ ხელმძღვანელობდნენ პარლამენტის შტურმს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები!
მეგობრებო სახეზე გვაქვს პარლამენტის აღების აშკარა მცდელობა, არის ამის სამხილებიც(უტყუარი ვიდეო მასალა) გამოვლენილები არიან ორგანიზატორები და ძალის გადამეტებით ხალხის დამბრბევი პოლიციელებიც!მიმდინარეობს გამოძიება და ხომ არსებობს ეს დალოცვილი უდანაშაულობის პრეზუმპციაც? მაშინ, დავაცადოთ იმ ჯგუფს, რომელიც ამ საქმეს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის მიხედვით, ბოლომდე მიიყვანოს საქმე და შინაგან საქმეთა მინისტრს მიეცეს საშუალება 28 ივნისს ანგარიშით წარსდგეს პარლამენტის წინაშე!
ჩემს თბილისელებს და რეგიონებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს კი მოვუწოდებ,როგრც ხანდაზმული ადამიანი და ერთი რიგითი თბილისელი,ორიოდე დღე,ვიდრე ბატონი გახარია წარსდგება მოხსენებით პარლამენტში,ელემენტარული წესრიგი დაიცვას დედაქალაქის ცენტრში!

PS: რა თქმა უნდა წინამდებარე მასალა გუნება – განწყობას გაუფუჭებს ნაციონალებს და მათ მხარდამჭერებს!არავითარი პირადული, მხოლოდ ფაქტები…მიუხედავად იმისა,რომ ვანოს პოლოციელებმა 2010 წელს, სწორედ პარლამენტის წინ, ლაზათიანდ გამბერტყეს და ამის გამო მარცხენა მუხლის სახსარში ენდოპროთეზი ჩამიდგა ვირტუოზმა ქირურგმა,გიორგი ობგაიძემ!
ვიცი რასაც გაიფიქრებთ: რატომ სული არ ამოგძვრა,შე გათახსირებულო!
– მაპატიეთ რომ გადავრჩი! – წერს თამაზ ჭეიშვილი.