თბილისის კლინიკებში აქციაზე დაშავებული 54 პაციენტი მკურნალობს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაშია.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 240 პაციენტიდან საავადმყოფოებში 21 ივნისის მონაცემებთ 55 პაციენტი იმყოფებოდა.

240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.