თბილისის მერიამ 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის სკულპტურის ესკიზები წარადგინა (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სტიქიის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ “ბეგის”ქანდაკების ესკიზები წარუდგინა.
ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს შეეძლო.
კონკურსში გამარჯვებულ ავტორს თბილისის მერიის მიერ შექმნილი 12-წევრიანი საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან.

კონკურსში გამარჯვებული ჰიპოპოტამის ქანდაკება ზოოპარკის ტერიტორიაზე 2020 წლის 13 ივნისს განთავსდება.

ფოტო: თბილისის მერია